22-02-2020
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავას გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.
„ჩემს ძვირფას მეგობარსა და ყოფილ კოლეგას სოფიკო ქაცარავას ვულოცავ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას. ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოს მთავრობის ძალიან გონივრული ნაბიჯია! ყოჩაღ, სოფიკო!“ - წერს ალექსანდარა ჰოლჰოლი.
13-05-2026
22-09-2026
23-09-2026