გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი ანგარიშით 90:94 დაამარცხა

24-02-2020

საქართველოს ნაკრები გუშინ ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა.


მასპინძლების ძლიერ გუნდს ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავი თამაში დაუპირისპირა. შეხვედრა დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი იყო. მატჩის პირველი პერიოდი სერბი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ტაბლოზე თანაბარი ქულები არაერთხელ დაფიქსირდა, რამდენჯერმე კი დავწინაურდით. მეოთხე პერიოდში ჩვენი ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე იყო და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 90:94.


ბრწყინვალე იყო თად მაკფადენი, რომელმაც გუნდს 33 ქულა მოუტანა, გიორგი შერმადინის ანგარიშზე კი 23 ქულაა.


შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული აქვს და ეს შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს. თუმცა, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს საქართველოს ნაკრებმა უკომპრომისო ბრძოლა გაუმართა და გულშემატკივარს დასამახსოვრებელი თამაში აჩუქა.


სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებების გარდა, ჩვენს შესარჩევ ქვეჯგუფში ფინეთის ეროვნული გუნდიც ასპარეზობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031