გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაზაფხულს დაველოდოთო გახარიამ რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა რომ გაზაფხულზე ია აყვავდება - თეა წულუკიანი

24-02-2020

"ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია," - ამ სიტყვებით ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იქნება თუ არა თეა წულუკიანი 2020-ის საპარლამენტო სიაში, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ. იმიტომ რომ დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე. რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხებათ. მაგრამ რაც შეეხება სიმართლეს, რასაც თქვენ, რა თქმა უნდა, არ გააშუქებთ და არ დაიჯერებთ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, ეს არის სიმართლე. მე არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ  სახლში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"დაელოდეთ გაზაფხულს,"- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930