გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

24-02-2020

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზებათან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსაუხურში NSP.GE განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

 

„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“ - განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

 

შსს-ს პრესსამსახურში ასევე ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხორებელ სახლში შეჭრის მცდელობას ან რაიმე ქურდობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930