გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტისა და უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

25-02-2020


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ასევე, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1,758 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 39 კგ. და 400 გრამი უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031