გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

25-02-2020

მილანის რეისით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა.


ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი H1N1 დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება, თუმცა პალატაში მალე გადაიყვანენ.


„აეროპორტიდან იქნა მოყვანილი იტალიიდან ჩამოსული 20 წლის გოგონა. 37,8 გრადუსი ტემპერატურით და ხველებით მოთავსებულ იქნა იზოლირებულ განყოფილებაში.  ცოტა ხნის წინ მივიღეთ პასუხები, რომ აღმოაჩნდა ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი H1N1“ , - განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930