გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
bloomberg: კორონავირუსის საფრთხის გამო 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში $139 მილიარდი დაკარგა

25-02-2020

კორონავირუსის საფრთხის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა  ერთ დღეში 139 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, ვირუსის პანდემიის საფრთხე საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნის მიზეზი გახდა.

 

bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგი ფრანგული კომპანია LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ და  Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა მიიღეს. თითოეულმა ერთ დღეში 4.8 მილიარდი დოლარი დაკარგა.


ესპანური სავაჭრო ქსელის, Zara-ს მფლობელმა, ამანსიო ორტეგამ ერთ დღეში $4 მილიარდი იზარალა, Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა კი $3.48 მილიარდი. 


გამოცემის ცნობით, 24 თებერვალს წამყვანი ამერიკული საფონდო ინდექსები სამი პროცენტით შემცირდა. 


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930