გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზახაროვა: ქართველი "ჟურნალისტები" თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას

25-02-2020

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.


"ქართველი ჟურნალისტები [ეს უკვე ხუმრობაა] თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას. სიარული უბრალოდ შეუძლებელი იყო, ყვიროდნენ, ჯიკაობდნენ და ასე ცდილობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. სვლის გასაგრძელებლად, ყველანაირი ღირსებადაკარგული ქალების გაჩოჩება გახდა საჭირო. და იცით მათ რა აინტერესებდათ? - შეუძლებელია ამის დაჯერება! მათ ერთადერთი კითხვა ჰქონდათ - ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონების დაბნელებაა - ასეთი დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენლის შესაძლო ჩამოსვლაზე. საცოდავი სანახაობაა", - განაცხადა მარია ზახაროვამ.


ცნობისთვის, ქართველი ჟურნალისტები ცდილობდნენ კითხვა დაესვათ სერგეი ლავროვისთვის, რა დროსაც რუსეთის საგარეო მინისტრმა მათ ავადმყოფები უწოდა.



tabula.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930