გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერი სახელოვნებო და სპორტულ ა(ა)იპ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

26-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სახელოვნებო და სპორტულ ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.


ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან გივი ბენდიანიშვილთან ერთად სპორტკომპლექსის შენობა და კულტურის სახლი დაათვალიერა.


მერი გაეცნო ადგილზე არსებულ მდგომარეობას, ამ დროისთვის სპორტული კომპლექსი მზადაა, ექსპლოატაციისათვის, კულტურის სახლი კი რეაბილიტაციას საჭიროებს.


მერის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი კვირის ვადაში მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.


ანალოგიური აქტივობები ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930