გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი უგულავა: დაპატიმრებამდე ივანიშვილმა გადმომცა, რომ პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ „აბაროტების" დაწევა უნდოდა

26-02-2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციასთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ დაპატიმრებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მას წერილი მისწერა.


ე.წ. მატროსოვის ციხიდან სატელეფონო ინტერვიუს დროს უგულავამ თქვა, რომ წერილში ეწერა, რომ ივანიშვილის „აბაროტების" დაწევა უნდოდა.


„დაპატიმრებამდე ივანიშვილისგან მივიღე წერილი. გადმომცა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ უნდოდა ასე ვთქვათ „აბაროტების" დაწევა, რაზეც პასუხი ის იყო, რომ არანაირი „აბაროტები" არ დაიწევა, ხალხს რაც დაპირდი, ის შეასრულე, სხვა შემთხვევაში წყალგამყოფი არის, რომ შეუძლებელია, რაიმე ნორმალურობისაკენ დაბრუნდეს," - თქვა უგულავამ. 


ცნობისთვის, გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031