26-02-2020
"წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
„ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე დავაბრუნებთ დღგ-ის ზედმეტობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დღგ, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებიდანაა დაგენერირებული, როგორიც არის: ექსპორტი, ინვესტიცია, მშენებლობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, დღგ-ის სწრაფი დაბრუნება სტიმულია ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგადასახადო შემოსავლების მობილიზებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებითაც.
„ამ მხრივაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს პროგრესი, თუმცა ჩემი აზრით, გარდამტეხი აღმოჩნდა 2019 წელი, როცა მოგვეცა საშუალება, მაქსიმალურად ჩაგვეკეტა სუსტი რგოლები და გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში მომხდარიყო სისტემური გაუმჯობესება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||