გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსეთში საზღვრის დამრღვევი სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდება ნებადართული გახდა

26-02-2020

რუსეთმა სამხედროებს იმ სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება მისცა, რომლებიც ქვეყნის საზღვარს დაარღვევენ.

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. 

სამხედროებს უფლება ექნებათ საზღვრის დარღვევის შემდეგ ჩამოაგდონ სამოქალაქო თვითმფინავები, რომელბიც არ დაემორჩილებიან ბრძანებას დაჯდომის ან რუსეთის საჰაერო სივრცის დაუყოვნებლივ დატოვების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ინფორმაცია, რომ ბორტზე მგზავრები არ იმყოფებიან.

შესაბამისი დადგენილება უწყებათაშორისი თანხმობისთვის გადაიგზავნა.

ცნობისთვის, აღნიშნული ზომების მიღების ნებართულობის საკითხის საკანონმდებლო დონეზე დამტკიცებაზე მსჯელობა 2019 წლის იანვარში დაიწყო. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31