გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრესამ გაარკვია, რა თანხა მიიღო კარიერის განმავლობაში მარია შარაპოვამ

27-02-2020

ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სპორტული კარიერის განმავლობაში.

როგორც ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ დაწერა, შარაპოვამ ჯამში 325 მილიონი დოლარი მიიღო, აქედან 38 მილიონი დოლარი უშუალოდ საჩოგბურთო ტურნირებზე თამაშისას გამოიმუშავა.

ამ მაჩვენებლით, რუსი ჩამორჩება მხოლოდ ამერიკელ სერენა უილიამსს, რომელსაც 350 მილიონი დოლარი აქვს მოპოვებული.

32 წლის შარაპოვამ 26 თებერვალს დაასრულა კარიერა. ის „დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის ჩემპიონია და შესრულებული აქვს კარიერული „დიდი სლემი“.

1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031