გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში, სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

27-02-2020

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სან-ფრანცისკოში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. „გლობალური სურათი სწრაფად იცვლება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა, ლეონიდ ბრიდმა.

25 თებერვალს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისთვის მოემზადონ.

აშშ-ში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930