გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი პოლიტიკოსი დაავადდა

27-02-2020

ირანში კორონავირუსით ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მოჯტაბა ზულნური დაავადდა.

ამის შესახებ მისი ვიდეო ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოს საიტებზეა გამოქვეყნებული.

"დიახ ჩემი ტესტის პასუხები დადებითია და მე კორონავირუსი დამიდგინდა, არ ღირს აღელვება. ახლა კარანტინში ვიმყოფები. ღმერთმა ქნას ჩვენმა ხალხმა კორონავირუსი დაამარცხოს",-აცხადებს ზულნური ვიდეომიმართვაში.

მოჯტაბა ზულნური კუმის ოლქის დეპუტატია, სადაც ამჟამად კორონავირუსის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ცნობსითვის, მანამდე კორონავირუსი ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაჯ ჰარირჩისა და პარლამენტარ მაჰმუდ სადეკის დაუდასტურდათ. 

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930