გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს

27-02-2020

ტელეკომპანია „TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 


"ჩვენი ერთი თანამშრომელი წევს ინფექციურში, საღამოს იქნება პასუხი. იმედია, კორონა არ დაუდგინდება. სამოგზაუროდ იყო ევროპაში. მედგრად ვართ და ვმუშაობთ. კორონავირუსი შეგვაშინებს ჩვენ? ", - წერს გრიგოლია.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031