გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

27-02-2020

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.


როგორც ცნობილია, ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი,  დადებითი იყო.


ბოლო მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით 245 ადამიანია ინფიცირებული. დაიღუპა 26 პირი.


1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031