გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

2-03-2020

,,თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.
ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930