გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არ დაეთანხმება 40%-ის პრინციპს მოუწევს საზოგადოებისთვის და პარტნიორებისთვის ახსნა თუ რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები

2-03-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საარჩევნოს სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების შესახებ აცხადებს, რომ 40% არის დაკამაყოფილებული პრინციპი.


მისივე თქმით, პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას ან არ დაეთანხმება იმ პრინციპს, რომელიც ბევრად უკეთესია ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და პარტნიორებისთვის ახსნა თუ რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები.


„40% პრინციპი არის დაკამყოფილებული. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას ან არ დაეთანხმება იმ პრინციპს, რომელიც ბევრად უკეთესია ვიდრე ის სატუტსკო, რაც წერია გარდამავალ დებულებებში კონსტიტუციის, ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის ახსნა თუ რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ ძალიან კარგად და ზედმიწევნით ვართ მომზადებული ყველა დეტალთან დაკავშირებით“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031