გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანვარში მშპ-ს ზრდის ტემპმა 5,1 პროცენტი შეადგინა

3-03-2020

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, დამამუშავებელი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930