გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საუდის არაბეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

3-03-2020

საუდის არაბეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა.

კორონავირუსი საუდის არაბეთის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან ბაჰრეინის გავლით შევიდა ქვეყანაში. 

ამჟამად პაციენტი იზოლირებულია ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას მკურნალობა უტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანი, ვისაც ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი, იდენტიფიცირებულია. მათ უკვე გაუკეთდათ კვლევები და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 90 000-ს გადააჭარბა. 

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031