გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: არ გამოიყენოთ ნაღდი ფული, გამოიყენეთ ბარათი

3-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის შესახებ ბრიფინგი გამართა, სადაც მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა.


"ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე - ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტორონულად. ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული და თუ აუცილებელია ნაღდი ფულის გამოყენება, სასურველია მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები. მინდა მივმართო ბანკებს, მათ არ უჭირთ, აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები. რეკომენდირებულია თანხის გაცემა მოხდეს ელექტორნულად", - განაცხადა გამყრელიძემ.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31