გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინი და ერდოღანი ხვალ სირიის საკითხზე იმსჯელებენ

4-03-2020

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ხვალ სირიის საკითხზე შეხვედრას გამართავენ. ერდოღანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავა.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის განხილვის მთავარი თემა იდლიბის პროვინციაში შექმნილი ვითარება იქნება. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება, როგორ განვითარდება მოვლენები.

ცნობისთვის, სირიაში, იდლიბის პროვინციაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმისა და თურქეთის ჯარები კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან.

თურქულმა ბომბდამშენებმა უკვე მესამე სირიული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად თურქეთიდან ევროპის მიმართულებით ლტოლვილები დაიძრნენ, რომლის ერთმა ნაკადმა უკვე შექმნა პრობლემა საბერძნეთის საზღვარზე. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031