გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მეც მემართება დეპრესია, როცა თქვენ არხზე გადმოვრთავ“ - მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

4-03-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას და კონკრეტულად მის იმ ფრაზას გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ერი თვითგვემაში და დეპრესიაშია.


მდინარაძის თქმით, ხანდახან თავადაც ვარდება დეპრესიაში, როდესაც „მთავარ არხს“ 15 წუთზე მეტ ხანს უყურებს.


„დღეს მთავარ გამოწვევას დეოკუპაცია და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი სიარული ჰქვია. მთავარი გამოწვევა არის ასევე სიღარიბე, რომელსაც გამოსვლისას მეც შევეხე და განვმარტე თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო ამ მიმართულებით.


თუ თქვენ მეკითხებით დეპრესიაზე, რომელიც ახსენა პრეზიდენტმა, მე რატომღაც გამომრჩა და დარწმუნებული ვიყავი თქვენ არ გამოგრჩებოდათ... თუ მთელი ამ მოხსენებიდან მხოლოდ დეპრესია ამოარჩიეთ, მხოლოდ ხალხს კი არა ხანდახან მეც მემართება დეპრესია, როდესაც თქვენ არხზე გადმოვრთავ და 15 წუთზე მეტ ხანს ვუყურებ“, - განაცხდა მდინარაძემ.


პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქართველი ერი თვითგვემაში და დეპრესიაშია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031