გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვეიცარიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

5-03-2020

შვეიცარიაში, 74 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყანაში სულ 58 შემთხვევაა დაფიქსირებული. შვეიცარიის მთავრობამ ხალხმრავალი ღონისძიებები გააუქმა და მოსახლეობას ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3 252 ადამიანი ემსხვერპლა, 51 435 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930