გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის ლატვიელ ბიზნესმენებთან შეხვედრას  უმასპინძლა 

6-03-2020

ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის ლატვიელ ბიზნესმენებთან შეხვედრას  უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონფედერაციის გენერალური დირექტორი, ლიგა მენგელსონე, ლატვია-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე ლატვიის მხრიდან, იმანტს კანაშკა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნეს პროექტების განხორციელებას.


შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე ეკონომიკური მიმართულებით, ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.


ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და აღინიშნა, რომ საქართველო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ლატვიელი ინვესტორებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031