გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

6-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედიცინის დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსით დაავადებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.


"ამ დროისთვის ინფექციურში წევს 25 პაციენტი. გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე და ყველა მათგანზე იყო უარყოფითი პასუხი. ამ ეტაპზე 5 პაციენტზეა ტესტირება გასაკეთებელი. რაც შეეხება დაავადებულებს, გუშინ იწვა 4 პაციენტი, რომელსაც საღამოს დაემატა 5 პაციენტი. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. დანარჩენი 7 პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე. ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება და კლინიკის გამოვლენა",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930