გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

6-03-2020

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.


უწყების ცნობით, სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე ფაშაზადე ორჰან ნაზიმ ოღლუ მძიმედ დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სომხური მხარე ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728