გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: თუ არ იქნება კონსენსუსი ან ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ფიზიკურად ვერ შეძლებს

6-03-2020

„ამ მომენტისთვის ჩვენი მიზანია და აქ ერთიანი პოზიცია გვაქვს აშშ საელჩოს, ევროკავშირს, ევროპის
საბჭოს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ შედგეს კონსენსუსი და დიალოგი შეთანხმებით დასრულლდეს - ამისათვის ნაბიჯები გადადგმულია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ასეთი შეთანხმება ვერ მოხდება, მაშინ, მმართველი გუნდი განიხილავს
აღნიშნული ინიციატივის პარლამენტში „ნაწილობრივი, ანუ მაქსიმალურად შესაძლებელი კონსენსუსით შეტანას.

„თუ არ იქნება კონსენსუსი ან ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც, მაშინ, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ფიზიკურად ვერ შეძლებს და ამაზე პასუხისმგებლობა იმ მხარეს დაეკისრება ვინც დიალოგი ჩაშალა “,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031