გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ენდელაძე: ახალი დადასტურებული ორი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის ჩამოსული, ხოლო მეორე იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა

9-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძის აცხადებს, რომ ახალი დადასტურებული ორი შემთხვევიდან ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, ხოლო მეორე ესპანეთიდან არის ჩამოსული.


„იმ ორი ახალი პაციენტიდან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც იტალიელებთან ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა. ორივეს სიცხე, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატული ხველა აქვს. აუცილებლად გაგრძელდება მათზე დაკვირვება, ყურადღებით უნდა ვიყოთ“ , -  განაცხადა მარინა ენდელაძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15  შემთხვევა ფიქსირდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031