გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: "პოლიტპატიმრებთან" დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება არ ყოფილა

9-03-2020

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის გუშინ "პოლიტპატიმრებზე" შეთანხმება არ მომხდარა.


მისივე თქმით, მსგავს თემებზე გადაწყვეტილებებს შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ.


„რაიმე კონკრეტული შეთანხმება "პოლიტპატიმრების" მიმართულებით არ ყოფილა.


რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი შეთანხმება გუშინ ოპოზიციასთან არ ყოფილა, არც ხელმოწერით და არც დადასტურებით.


ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილებებს შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031