გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში გაუჩინარებულ ნიდერლანდების მოქალაქეს მდინარე რიონში ეძებენ

10-03-2020

ქუთაისში ნიდერლანდელ ტურისტს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მდინარე რიონში ეძებენ.


ახალგაზრდა ბოლოს, მეგობართან ერთად, კვების ობიექტ „ბარაქაში“ იმყოფებოდა, ხოლო ვიდეოკამერებმა ტურისტი ბოლოს მდინარე რიონის პირას, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა.


ნიდერლანდების მოქალაქე 23 წლის სიმ ვიგერი ქუთაისში 7 მარტს საღამოს დაიკარგა.


გაუჩინარებული ტურისტის მშობლები საქართველოში გუშინ ჩამოფრინდნენ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031