გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14-03-2018

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო .

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.თ.-მ 2017 წლის 28 ივლისს ქ.ხაშურში, ყოფილ მეუღლეზე - ს.მ.-ზე იძალადა, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით, ასევე ყელში მოჭერით ფიზიკური ტკივილი მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.თ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ლ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031