გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

11-03-2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისა და ფატალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა. ინფიცირებულთა შორისაა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ნედინ დორისიც. ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 382 გადააჭარბა, გარდაცვლილია 6 ადამიანი.

36 -მდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში კი გარდაცვალების 33 შემთხვევა დასტურდება.​ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ბოლივიაშიც. ბოლო ერთ დღეში ირანში კორონავირუსით 54 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სულ გარდაცვალების 291 და ინფიცირების 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამავე დროს, "კოვიდ-19"-ის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში.

რუსთავი2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031