გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ვმუშაობთ, ტურიზმის სექტორს შევთავაზოთ ეფექტური ანტიკრიზისული გეგმა

11-03-2020

„პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები შევხვდით საბანკო სექტორს. შეხვედრას ჰქონდა ორი მიზანი, ერთი ის, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ და შევთავაზოთ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც იქნება ეფექტური და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ, ჩვენი მოკავშირეა საბანკო სექტორი; მეორე ამოცანა იყო ის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა, პერსპექტივები, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვედრა გაიმართა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთანაც და დღევანდელი შეხვედრა, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის გაგრძელება იყო.

„ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიასთან. შევხვდით სხვადასხვა ზომის სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ პირველი დარტყმა კორონავირუსმა, ამ გლობალურმა გამოწვევამ, მიიტანა ტურიზმის ინდუსტრიაზე,“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფოს ამ მიმართულებებით ექნება საკმაოდ მწყობრი ხედვა და გეგმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930