გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, 4 პაციენტს დადასტურებული აქვს პნევმონია, ხოლო დანრჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია

11-03-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით მძიმე მდოგმარეობა ერთი პაციენტის შემთხევაშია.


მისივე თქმით, ინფიქციურში არის 4 პნევმონიის შემთხვევა, ხოლო დანრჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი.


„ჯერჯერობით, რჩება უცვლელი სიტუაცია, გვყავს ერთი მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარება არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად, არ უარესდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს 3 პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა ახლა კიდევ მე-4 პნევმონია, რომელთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930