გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში გრძელდება

11-03-2020

ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლებიც მოამზადა, რომლებითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ როგორც წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე გამოცდების პროცესში.


აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. თუ როდის განახლდება ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და  ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031