გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტაილანდი საქართველოსა და 17 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს

11-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაილანდი ქვეყანაში ჩასვლისთანავე ვიზების გაცემას 18 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს.


ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ტაილანდის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


აღნიშნული შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქვეყნებს: ბულგარეთი, ბუტანი, ჩინეთი, კვიპროსი, ეთიოპია, ფიჯი, საქართველო, ინდოეთი, ყაზახეთი, მალტა, მექსიკა, ნაურუ, პაპუა ახალი გვინეა, რუმინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ვანუატუ.


უვიზო რეჟიმი კი გაუქმდება სამხრეთ კორეის, იტალიისა და ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930