გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარანტინში მყოფი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის პირველი კომენტარი

11-03-2020

ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელიც საჩხერეში კარანტინში იმყოფება, PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ დროისთვის კორონავირუსის არცერთი სიმპტომი არ აქვს.


„რამდენიმე საათის წინ განმათავსეს საჩხერის სასტუმროში, პირველი რაც პერსონალმა გააკეთა გამიზომა ტემპერატურა. ვიმყოფები კარანტინში. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩემზე დაკვირვება მოხდება. ამ დროისთვის ტემპერატურა მაქვს 36.4, არც თავის და არც ყელის ტკივილი მაქვს, თავს ვგრძობ კარგად,” – აღნიშნავს ირაკლი ვაჩიბერაძე.

შეგახსნებთ, რომ ირაკლი ვაჩიბერაძეს სამსახურეობრივი მიზნით, კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.


PIA.GE

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031