გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით დაავადებული 24-ე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

11-03-2020

დაავადებათა კონრტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 24-ე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.

"ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება კლინიკურ სურათს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არაფერი საგანგაშო არ არის"-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 39 ანალიზი იყო შესული და მხოლოდ ერთზე გამოვლინდა დადებითი პასუხი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031