გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაგბიში საქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

12-03-2020

საქართველოს რაგბის კავშირი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


განცხადებაში წერია, რომ 14 მარტს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.


საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.


„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.


არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.


კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“, - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930