გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სესხის გამო ოზურგეთში ქალმა ბანკის წინ ბენზინი გადაისხა

15-03-2018

ინცინდენტი მოხდა ქალაქ ოზურგეთში. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საშუალო ასაკის ქალბატონმა ვალის გამო ბენზინი გადასხა და თავის დაწვა სცადა.

მისი გადარჩენა გამვლელებმა და ადგილზე მისულმა პოლიციელებმა შეძლეს.

როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115 - ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

alia.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930