გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძე: თუ ასე გააგრძელებენ, დავარღვევ ყველაფერს და მათ დავასახელებ!

14-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, უხცოეთიდან ყველა ჩამოსული უნდა მოერიდოს პირველ რიგში საკუთარ ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ხოლო ვინც კარანტინშია, მან მაქსიმალურად უნდა დაიცვას ის მოთხოვნები, რაც სტანდარტითაა გათვალისწინებული.

"თქვენ იცით, რომ პოლიცია აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და უკვე დაახლოებით ათამდე შემთხვევაა, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფი პირები იძულებით გადაიყვანეს კარანტინში.

გარდა ამისა, არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და ეუბნებიან, რომ სამსახურში გამოდითო. ამის შესახებ ინფორმაციები ჩვენამდე მოდის და ჩვენ, რა თქმა უნდა თავს ვიკავებთ პერსონალური ინფორმაციების გაცემისგან, მაგრამ თუ ასეთი დამსაქმებლები თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას გააგრძელებენ, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და მათ დავასახელებ"-განაცხადა იმნაძემ.

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930