გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თებერვალში, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

16-03-2020

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9% მოდიოდა.


2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930