გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა

16-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე COVID-19-თან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხი განიხილეს.


ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაწყების შესახებ.


ემზარ საბანაძის განცხადებით, მერიაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის და მოსახლეობამ შეძლოს სრულყოფილი მომსახურების მიღება დისტანციური სამუშაო რეჟიმის პირობებშიც, რაც მთავარია გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930