გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ექიმების მხარდამჭერი „მადლიერების ტაში“ გაიმართება

17-03-2020

18 მარტს მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს.

ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

„ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

"ინტერპრესნიუსი"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930