გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირანში კორონავირუსით ფეხბურთის მწვრთნელი გარდაიცვალა

17-03-2020

კორონავირუსის პანდემიამ ირანში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. "თეირან თაიმსის" ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო საფეხბურთო და ფუტსალის მწვრთნელი აჰმად ტაჰერი გარდაიცვალა. მას 4 თვის წინ სიმსივნე დაუდგინეს და შესაბამისი ოპერაცია გაუკეთდა. შედეგად, ტაჰირის იმუნური სისტემა ახალ ვირუსს ვერ გაუმკლავდა.

COVID-19 დაუდგინდა რიო დე ჟანეიროს "ფლამენგოს" მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟეზუსს. ინსტაგრამის საშუალებით მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო და ამ დროისთვის მედიკოსებთან ერთად განმეორებითი ტესტის მოლოდინშია.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930