გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მთავარია ეს ყველაფერი რომ დასრულდება, სად იქნება ჩვენი ეკონომიკა

17-03-2020

"ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ... მთავარია ეს ყველაფერი რომ დასრულდება სად იქნება ჩვენი ეკონომიკა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.


"ჯანდაცვის სისტემა კარგ მდგომარეობაშია. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ იმ დაკარგული პოზიციების აღდგენა, რომლის დაკარგვაც მოგვიწევს. დღესაც ვხედავთ ეკონომიკური აქტივობა როგორ არის შემცირებული, ამიტომ დაბალანსებული ნაბიჯებით უნდა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი", - განაცხადა პრემიერმა.


მისი თქმით, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოქალაქეების ჯანმრთელობა წარმოადგენს და ვირუსის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 18 მარტიდან სამარშუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930