გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თვითმიზანი არ არის

17-03-2020

საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება, ეს არ არის თვითმიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარკვეული ბალანსის დაცვა. რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად და გეგმის მიხედვით სახელმწიფო უკვე მზად არის. შემთხვევით არ მითქვამს, რომ უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა 28 იანვარს. მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყნებში საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული.

საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს. ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება. ეს არ არის თვითმიზანი. დღეს ჩვენ რომ გვაკლდეს ისტრუმენტები იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესი ვმართოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებდით. არ შეიძლება ამით სპეკულირება. ქართველი ხალხი არის ძალზე გონიერი, დიდი გამოცდილების მქონე და შეუძლებელია, რომ მსგავსი მოწოდებებით ან პანიკური განწყობების შექმნით ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რანაირი შიში, მხოლოდ ეფექტური მოქმედება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31