გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში, ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ამბობენ, რომ უნდა მოხდეს წესების გამარტივება

18-03-2020

ტვირთების ტრანსპორტირების ნაწილში, ჩვენც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც, გლობალურად, სახელმწიფოებიც ამბობენ, რომ პირიქით, აქ უნდა მოხდეს წესების გამარტივება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საზღვრებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან და სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად მარტივი პირობები შეიქმნას ლოგისტიკის ნაწილში.

ჩვენ ახლა ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და შევქმნათ უფრო მარტივი პირობები იმისთვის, რომ ლოგისტიკური მოძრაობა ტრანსპორტის და, პირველ რიგში, იმ მოხმარების ნივთების და საქონლის, რომლის დეფიციტიც შეიძლება თეორიულად გაჩნდეს ან საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში, შევამსუბუქოთ,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031